ფასი: | 0.00 ₾ |
შეფუთვა: | 0.00 ₾ |
მიტანა: | 0.00 ₾ |
სულ თანხა: | 0.00 ₾ |
ტექნიკის კატეგორიიდან ნივთის შეძენისას,
მისი სერიული ნომერი ებმება
მომხმარებლის ინვოისს და
ხდება მისი ელექტრონული აღრიცხვა, მოთხოვნის
შემთხვევაში შესაძლებელია საგარანტიო ტალონის ბეჭდური
სახით მიწოდება, თუმცა ძირითადად
ვიყენებთ ელექტრონულ ტალონებს.
საგარანტიო მომსახურება მოიცავს შემდეგ პირობებს:
1) გაითვალისწინეთ, რომ საგარანტიო
ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან
2) საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე
3) თუ ვერ ხერხდება ნივთის
შეკეთება ორმოცი (40) დღის განმავლობაში,
ნივთი ექვემდებარება შეცვლას. შეცვლის
დროს მაღაზია ხელმძღვანელობს ამ
მდგომარეობის დადგომის თარიღისთვის შესაცვლელი პროდუქტის საბაზრო
ღირებულებით. ბალანსი შეგიძლიათ გამოიყენოთ
როგორც იმავე ასევე სხვა კატეგორიის პროდუქციაში გადასაცვლელად.
პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა:
1) პროდუქტის უკან დაბრუნება
ან შეცვლა შესაძლებელია: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის
მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე
არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს.
პროდუქტის შეცვლა ან
უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან
7 სამუშაო დღის განმავლობაში.
2) ინტერნეტ მაღაზია არ
იბრუნებს და არ
ცვლის პროდუქტს იმ
შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას,
არ ამართლებს თქვენს მოლოდინს
და სხვა მსგავსი მიზეზების
გამო.
3) კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა,
მისი მიღება - ჩაბარების დროს , არასათანადოდ
შეამოწმა პროდუქტი და
მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ
ფოტოს ან არ
აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.
4) ნივთი არ ბრუნდება იმ შემთხვევაში თუ
დაზიანებულია შეფუთვა, აკლია ინსტრუქცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ნივთს აღენიშნება გარეგანი მოხმარების
კვალი, დაშლილია თვითნებურად, შეცვლილია სხვა პროდუქტით.
ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:
1) გასულია საგარანტიო ვადა.
2) სერიული ნომერი არ
ემთხვევა მომხმარებლის მიერ შეძენილ
პროდუქტს
3) ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ მექანიზმში
შეღწევისაგან გამოწვეული დაზიანება.
4) პროდუქტის კომპლექტაცია არ
არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
5) ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლოტაციის
გამო.
6) თუ ნივთი არაა საწარმოო
ან კომერციული დანიშნულების და
დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
7) პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით
(მაღალი დენის მოვარდნა).
8) ნივთი შეკეთებულია ან
“გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ
სერვისცენტრების მიერ.
9) ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის
ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო
პირობები.
10) აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი,
აკუმულატორი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა
და სხვა) არ ვრცელდება
საგარანტიო პირობები.
11) მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია
ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.
12) გაითვალისწინეთ: საგარანტიო პირობა ვრცელდება
პროდუქტის ძრავსა და
მის შემადგენელ არსებით/მაკოპლექტებელ
ნაწილებზე,
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო მომსახურების პირობებს, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები.
მენეჯერი
გამარჯობა! 😃
გჭირდება დახმარება? დაგვირეკე